ევ ეკ ელ ემ ეუ ეფ ექ
ემო ემპ

ემპათია

ინგლ. Empathy

მეორე ადამიანის გაგების და მისთვის თანაგრძნობის გამოხატვის გამოცდილება. ეს არის ადამიანის უნარი - „ჩაძვრეს სხვის ტყავში“ და განიცადოს და გაითავისოს სხვისი პრობლემა. ემპათიის უნარი ადამიანს უყალიბებს და უვითარებს პროსოციალურ ქცევას და სხვისი დახმარების უნარს. მეცნიერული კვლევის შედეგად აღმოჩენილია ე. წ. „სარკისებური ნეირონები“, რომელთა დახმარებითაც ადამიანი სხვის ემოციაზე ახდენს რეაგირებას.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9