პიროვნების ერთ-ერთი ბაზისური ტიპი. ექსტრავერტირებული პიროვნება ხასიათდება სოციალური კონტაქტების სიყვარულით, გულღიაა, ადვილად ამყარებს ურთიერთობას სხვა ადამიანებთან, ენერგიული, ხალისიანი და საკუთარ თავში დარწმუნებულია.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019