ინგლ. Right to Compensate for Injury and Damage and the Right to Claim Compesation განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლო არასრულწლოვან ბრალდებულს და მის კანონიერ წარმომადგენელს აცნობებს საქმის სასამართლოში განხილვის შედეგებს და განუმარტავს მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019