ზნეობრივი განვითარების პროცესში გამოიყოფა სამი ძირითადი დონე: 1) ბავშვი ემორჩილება მიღებულ წესებს ეგოისტური მოსაზრებების გამო; 2) კონვენციური ზნეობა, რომელიც ორიენტირებულია ქცევის გარეგანი გამოხატულების ნორმებზე ანუ „კარგი ადამიანის“ მოდელზე და 3) ავტონომიური ზნეობა, რომელიც გულისხმობს შიდა ავტონომიური პრინციპების სისტემაზე ორიენტაციას.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019