ზე ზი ზნ ზღ
ზღვ

ზღვრული ასაკი, რომლის ქვემოთაც, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისი დებულებების თანახმად, აკრძ

ინგლ. Age of Sexual consent

- ტერმინის სამართლებრივი განმარტება ასახულია ლანზაროტეს კონვენციის მე-18 მუხლში, რომელიც სახელმწიფოებს უტოვებს შესაძლებლობას მიუთითონ ასაკი, რომლის ქვემოთაც აკრძალულია სექსუალური ურთიერთობის დამყარება. ლანზაროტეს კონვენცია და ბევრი კანონმდებლობა განასხვავებს სქესობრივ კავშირს თანატოლებს შორის სქესობრივ კავშირისგან ბავშვსა და ზრდასრულს შორის. კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოებს ქმედების კრიმინალიზაციას, რომელიც ითვალისწინებს იმ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას, რომელსაც არ მიუღწევია კანონმდებლობით ამგვარი ურთიერთობისთვის დაშვებული ასაკისთვის (მე-18 მუხლის 1 პუნქტი; 23-ე მუხლი). კონვენციის 22-ე მუხლი მოიცავს ქმედების კრიმინალიზაციას, რომლის მეშვეობით ბავშვი გახდა სექსუალური ძალადობის ან აქტივობის მოწმე იმ შემთხვევაში, თუ მას არ მიუღწევია ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ასაკისთვის, ხოლო მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს პორნოგრაფიული მასალების წარმოებასა და ფლობას ბავშვის თანხმობით, რომელმაც მიაღწიაეროვნული კანონმდებლობით ზღვრულს ასაკს, თუ მასალები მხოლოდ კერძო მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. შესაბამისად, ქმედების დასჯადობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ასაკს დაადგენს სახელმწიფო, რომლის ქვემოთაც აკრძალულია ბავშვთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება.

არ არსებობს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს სექსუალური აქტივობის ზღვრულ ასაკს. ბავშვის უფლებათა კონვენცია, ფაკულტატური ოქმი ან/და „ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ღონისძიებების შესახებ“ კონვენცია ასევე, ანიჭებენ სახელმწიფოებს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ ზღვრული ასაკი.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9