თა თვ
თავ თან თარ

თავისუფალი დრო, დასვენება და კულტურული აქტივობები

ინგლ. Spare Time, Recreation and Cultural Activities

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციაში დასვენების დროისა და რეკრეაციის უფლება მოხსენიებულია არა მხოლოდ იმ ბავშვებთან მიმართებით, რომლებიც მუშაობენ ან შრომითი ექსპლოატაციის მსხვერპლნი არიან, არამედ ეს უფლება გამოიყენება განათლების კონტექსტშიც, ვინაიდან ზოგიერთი სისტემა ისეა ორგანიზებული, რომ ბავშვს მხოლოდ სწავლის დრო რჩება.

თავისუფალი დროისა და რეკრეაციის უფლება მჭიდროდაა დაკავშირებული ბავშვის თამაშის უფლებასთან. ბავშვის უფლებათა კომიტეტის №4 ზოგადი კომენტარი მოუწოდებს სახელმწიფოებს, ხელი შეუწყონ რეკრეაციის ხელმისაწვდომობას და უზრუნველყოს სასკოლო და რეკრეაციული შენობა-ნაგებობი. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტში თამაშის უფლება პირდაპირაა მითითებული.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9