არასრულწლოვანს უფლება აქვს უფასოდ ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, თუ მან არ იცის ან სათანადოდ არ იცის სამართალწარმოების ენა ანდა მას არ შეუძლია ისაუბროს ამ ენაზე (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა). არასრულწლოვანს უფლება აქვს სასამართლო სხდომამდე ან საპროცესო მოქმედებამდე შეხვდეს თარჯიმანს, რათა დადგინდეს, ესმით თუ არა მათ ერთმანეთის. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი №10 (მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის უფლებების შესახებ) მიხედვით, თარჯიმნის დახმარება არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლო პროცესებით - ასევე, ის გულისხმობს, დახმარებას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების ნებისმიერ ეტაპზე. საჭიროა თარჯიმანი სპეციალურად იყოს მომზადებული ბავშვებთან სამუშაოდ, რადგან მათი ენა და აღქმის უნარი, განსხვავება უფროსების მეტყველებისაგან.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანს უფლება აქვს უფასოდ ისარგებლოს ყველა იმ მომსახურებით, რომლებიც მას საქმის გასაცნობად და სამართალწარმოებაში მონაწილეობისათვის ესაჭიროება.