ინგლ. Adoption of a child reached the age of 10 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, იმ ბავშვის შვილად აყვანა, რომელსაც 10 წელი შეუსრულდა, მისი თანხმობის გარეშე დაუშვებელია. ბავშვის თანხმობა ირკვევა შვილად აყვანის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე ბავშვის მოსმენის შედეგად. თუ შვილად აყვანის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბავშვი მშვილებლის ოჯახში ცხოვრობდა და მშვილებელს თავის მშობლად თვლიდა, გამონაკლისის სახით, შვილება შეიძლება შვილად ასაყვანის თანხმობის გარეშეც.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019