დაუფიქრებელი, გაუკონტროლებელი, ხშირად ალოგიკური, უეცრად წარმოქმნილი მოტორული და მეტყველებითი აქტივობა. იმპულსური ქცევა არ ითვალისწინებს შედეგებს და დაუგეგმავი და არაპროგნოზირებადია.
იმპულსური ქცევის სიმპტომებია:
• კონტროლის დაბალი დონე; • პროკრასტინაცია ანუ საქმის სამომავლოდ გადადება; • ახალი შთაბეჭდილებების და თავგადასავლების მუდმივი ძიება.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019