ინცესტი გულისხმობს ორ ადამიანს შორის დამყარებულ სქესობრივ კავშირს, რომლებიც ერთმანეთის ახლო ნათესავები ან ოჯახის წევრები არიან. მაგალითად, დედმამიშვილებს შორის ან მშობელსა და შვილს შორის დამყარებული სქესობრივი კავშირი. თუ ინცესტი დაკავშირებულია ბავშვთან, მაშინ იგი განიხილება, როგორც სექსუალური ძალადობა. ზოგიერთი ეროვნული სამართლებრივი სისტემა საჭიროდ მიიჩნევს სისხლით ნათესავებს შორის სქესობრივ კავშირს, ასეთი ქმედების ინცესტად დასაკვალიფიცირებლად, ხოლო სხვა სამართლებრივი სისტემების მიხედვით, ტერმინი ინცესტი უფრო ფართო მნიშვნელობას მოიცავს. კერძოდ, სქესობრივ კავშირს ოჯახის იმ წევრებს შორის, რომლებიც ერთმანეთის სისხლით ნათესავები არ არიან (მაგალითად, დედინაცვალსა და მამინაცვალს შორის). ზოგჯერ, ინცესტი განიმარტება როგორც „დანაშაული, რომელიც მოიცავს სქესობრივ კავშირს მშობელს, ბავშვს, დედმამიშვილს ან შვილიშვილს შორის.“