ნიშნავს შემთხვევას, როდესაც ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: სამართლებრივი ნორმები, კრიტერიუმები და პრაქტიკა, ერთი შეხედვით, არ არის შემზღუდველი რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, მოქალაქოების, ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, არახელსაყრელ პირობებში აყენებს ზემოხსენებული ნიშნების საფუძველზე გამოყოფილ პირებს ან პირთა ჯგუფებს. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლით უზრუნველყოფილია დისკრიმინაციის დაუშვებლობა. კონვენცია სახელმწიფოებისგან მოითხოვს სათანადო ქმედითი ღონისძიებების განხორციელებას ყველა ბავშვის ეფექტიანი, თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. უთანასწორობის მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, სახელმწიფოებს შესაძლოა დასჭირდეთ პოზიტიური ღონისძიებების გატარებაც.