იდ იმ ინ ირ იუ იძ
იძუ

იძულებითი ქორწინება

ინგლ. Forced Marriage

იძულებითი ქორწინება არის ქორწინება, სადაც ერთ-ერთი ან ორივე მეუღლე არ აძლევენ თავისუფალ ან მთლიან თანხმობას ან არ შეუძლიათ თავისი მომწიფების/ქმედუნარიანობის ნაკლებობის გამო განაცხადონ გააზრებული თანხმობა. განსხვავება ბავშვთა ქორწინებასა და იძულებით ქორწინებას შორის ეყრდნობა იმას, რომ პირველი ამახვილებს ყურადღებას 18 წლამდე პირების ქორწინებაზე, ხოლო მეორე განიხილავს იძულებითი ქორწინების ფორმებს და იძულების ხარისხს როგორც სრულწლოვნების, ასევე არასრულწლოვნების შემთხვევაში. ხშირად, ტერმინების გაიგივება ხდება იმ საფუძველზე, რომ ბავშვებს არ შესწევთ უნარი განაცხადონ გააზრებული თანხმობა ქორწინებაზე.

ბავშვის ნაადრევი და იძულებითი ქორწინება შეიძლება იყოს ბავშვის სექსუალური ძალადობის ან/და ექსპლუატაციის ფორმა ან ხელის შემწყობი ფაქტორი. ხშირ შემთხვევებში, ბავშვის ოჯახის წევრები აქორწინებენ ბავშვს სარგებლის/ნამატის მიღების მიზნით ან მზითვის გამო. ხშირად ოჯახი ძალით აქორწინებს გაუპატიურებულ ბავშვს მოძალადეზე, რათა “ლეგიტიმიზაცია შესძინონ~ სექსუალურ ძალადობას. ბავშვის ქორწინება ასევე, შეიძლება განხორციელდეს ტრეფიკინგის ან სექსუალური მონობის მიზნით.

2011 წლის სტამბოლის კონვენციის 37-ე მუხლის მიხედვით: ფიზიკური ან ფსიქოლოგიური მუქარის განზრახ გამოყენების აქტი, რომელიც ჩადენილია იმ მიზნით, რომ ზრდასრული ადამიანი ან ბავშვი აიძულონ შევიდეს ქორწინებაში, არის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (მუხლი 1501) ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებული) იძულებისთვის. პასუხისმგებლობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ამგვარი იძულების განხორცილება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9