კა კო
კან

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი

ინგლ. Juvenile in Conflict with Law

თითოეული ის ბავშვი, რომელმაც როგორც თვლიან, დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ბრალად ედება მისი დარღვევა ან აღიარებულია მის დამრღვევად. ბავშვის უფლებათა კომიტეტის განცხადებით, ყველა პირს, რომელსაც სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი, უნდა მოეპყრონარასრულწლოვანთამართლმსაჯულების წესების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ფრაზა “კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები" ეხება 18 წლამდე ასაკის პირებს, განურჩევლად იმისა, თუ რა ასაკი ითვლება სრულწლოვანების მიღწევის ასაკად ამა თუ იმ სახელმწიფოში.

საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნად ითვლება 18 წლამდე ასაკის პირი, რომლის მიმართაც:

ა) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩიადინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული;

ბ) შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, მან ჩაიდინა საქართველოს სამართალდაღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;

გ) გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი ან ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება.

არასრულწლოვანი ბრალდებულის საპროცესო უფლებები განმტკიცებულია „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-40 მუხლით აგრეთვე, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-15 მუხლით.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9