ინგლ. Legal Representative არასრულწლოვნის ახლო ნათესავი, მხარდამჭერი, მეურვე, მზრუნველი, რომელიც არასრულწლოვნის ინტერესების დასაცავად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობს და სარგებლობს არასრულწლოვნის უფლებებით, გარდა იმ უფლებებისა, რომლებითაც თვით ამ უფლებების ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება მხოლოდ არასრულწლოვანმა ისარგებლოს.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019