საერთაშორისო სამართალი ტერმინის - „კომერციული მიზნებით ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაციის“ (CSEC) დეფინიცირებას არ ახდენს. შესაბამისად, მას ხშირად, „ბავშვის სექსუალური ექსპლოატაცია“ - ტერმინის სახით, ალტერნატიულად იყენებენ. აღნიშნულს მოწმობს მსოფლიო კონგრესის მიერ ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაციის წინააღმდეგ მიღებული სამი დოკუმენტი. ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაციის წინააღმდეგ მსოფლიო კონგრესის მიერ 1996 წელს მიღებული ე. წ. სტოკჰოლმის დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა, კომერციული მიზნით სექსუალურ ექსპლოატაციას შემდეგნაირად განმარტავს: „სრულწლოვანის მიერ ჩადენილ სექსუალურ ძალადობას ბავშვისთვის ან სხვა მესამე პირისთვის, სანაცვლოდ თანხის გადახდის გზით. ბავშვი განიხილება, როგორც სექსუალური ობიექტი და კომერციული ობიექტი. კომერციული მიზნებით ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაცია წარმოადგენს ბავშვთა წინააღმდეგ იძულებისა და ძალადობის ფორმას და მიიჩნევა, როგორც იძულებითი შრომა და მონობის თანამედროვე ფორმა“.
მეორე მსოფლიო კონგრესი კომერციული მიზნით ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაციის წინააღმდეგ გაიმართა იოკოჰამაში, 2001 წელს. მეორე დოკუმენტი ასახავს მკაფიო ტენდენციას, რომლის მიხედვითაც, ტერმინი “კომერციული~ ამოღებული იქნა ბავშვის სექსუალური ექსპლოატაციის ყველა ფორმისგან დაცვასთან მიმართებით. მიუხედავად ამისა, ტერმინი კვლავ რჩება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების ფარგლებში, როგორც კომერციული მიზნებით ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ „ბრძოლისა“ და „აღმოფხვრის“ ნაწილი.
2008 წელს, რიო-დე-ჟანეიროში მესამე მსოფლიო კონგრესის შეხვედრის სახელწოდება ცნობილია როგორც „ბავშვთა და მოზარდთა სექსუალური ექსპლოატაციის წინააღმდეგ მსოფლიო კონგრესი“. სახელწოდებაში ტერმინი „კომერციული“ ამოღებულია. აღნიშნული გადაწყდა მონაწილე ორგანიზაციებისა და კონგრესის ორგანოზატორთა შეთანხმებით, რომლის თანახმადაც, ტერმინი „კომერციული“ ბავშვთა სექსუალურ ექსპლოატაციის ცნებას დამატებით განსაკუთრებულად არ ცვლის და შესაბამისად, არის „ზედმეტი“. რიოს დეკლარაცია ტერმინს „კომერციული“ არ მოიხსენიებს, გარდა 59-ე პარაგრაფისა, რომელიც ადგენს, რომ სახელმწიფოებმა: „უნდა უზრუნველყონ როგორც ეროვნულ ასევე, საერთაშორისო დონეზე, კოორდინირებული ზომების გატარება, ბავშვთა კომერციული მიზნით სექსუალური ექსპლოატაციის ორგანიზებული დანაშაულების (ფიზიკური თუ იურიდიული პირების მხრიდან) შეჩერებისა და აღმოფხვრის მიზნით. აქედან გამომდინარე, ტერმინი „კომერციული“ მოაზრება მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების ფარგლებში - მოცემულ შემთხვევაში ორგანიზებული დანაშაულის წევრებთან მიმართებით.
ევროკავშირის 2011/93 დირექტივა ტერმინის - „სექსუალური ექსპლოატაცია“ ფარგლებში მოიცავს კომერციულ ასპექტს, მითითებით, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაციის აღმოსაფხვრელად სრულად უნდა გამოიყენონ „არსებული ინსტრუმენტები დანაშაულის აღსაკვეთად და ჩასახშობად“. უფრო მეტიც, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის დამატებითი ოქმის მე-7 მუხლი მოითხოვს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა გაატარონ შესაბამისი ზომები დანაშაულის ჩადენისას ან ხელშესაწყობად გამოყენებული ნივთების კონფისკაციისა და დანაშაულიდან გამომდინარე პროცედურების აღმოსაფხვრელად.