მა მე
მავ მან მარ

მავნე გავლენა

ინგლ. Harmful Effect

იმ ფილმების ჩვენებით, ნაბეჭდი პროდუქციის, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს მოხმარება-გასაღებით, აზარტულ თამაშში მონაწილეობით მიღებული ზემოქმედება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფსიქიკურ ან/ და ფიზიკურ ჯამრთელობას, მის მორალურ და სოციალურ განვითარებას.

არასრულწლოვანთა დაცვა იმ მავნე გავლენისგან, რომელიც დაკავშირებულია ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს მოხმარება-გასაღებასა და აზარტულ თამაშებში მონაწილეობასთან - რეგულირდება „მავნე გავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

მაუწყებლობაში არასრულწლოვანთა მავნე გავლენისაგან დაცვის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით განსაზღვრული ქცევის კოდექსით.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს თამბაქოს მოხმარების შეზღუდვას 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობებსა და საზოგადოებრივი შეკრების ადგილებზე.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9