მა მე
მავ მან მარ

მავნე შინაარსის მქონე მასალების ხელმისაწვდომობა

ინგლ. Exposure to Harmful Content

ბავშვებისთვის ასაკის შეუსაბამო სექსუალური ან ძალადობრივი ხასიათის მასალების ხელმისაწვდომობა, რომელიც ზიანს აყენებს მათ შემდგომ განვითარებას. მავნე შინაარსის მასალები მოიცავს გაცილებით ფართო სპექტრს, ვიდრე ბავშვთა პორნოგრაფია, მათ შორის ზრდასრულთა პორნოგრაფია, ბავშვზე სექსუალური ძალადობის შემცველი მასალები და ასევე ძალადობის შემცველი ვიდეო თამაშები ან/და ვებგვერდები, რომლებიც აღვივებენ სიძულვილს.

„მავნე შინაარსის მასალების ხელმწისაწვდომობა“, რომელიც პორნოგრაფიულია, ხანდახან გულისხმობს ბავშვთა გარყვნას ისეთ შემთხვევებში, როდესაც ზრდასრული გამიზნულად აწვდის ბავშვს ან მისი თანდასწრებით უყურებს პორნოგრაფიას. მსგავსი შემთხვევა განეკუთვნება უკონტაქტო სექსუალურ ძალადობას.

აღსანიშნავია, რომ მავნე შინაარსის მასალების ხელმისაწვდომობა ბავშვებისთვის მეტად საზიანო შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც მოზარდებზე შესაძლოა არ იქონიოს უკიდურესად ნეგატიური ეფექტი, თუმცა გახდეს სექსუალური ცხოვრების შემეცნების მიზეზი.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9