ოქ ოჯ
ოჯა

ოჯახის გაერთიანება

ინგლ. Family Reunion

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-10 მუხლი ითვალისწინებს, რომ თხოვნა ოჯახის გაერთიანების თაობაზე სახელმწიფოებმა პოზიტიური, ჰუმანური მიდგომითა და სწრაფად უნდა განიხილონ, ამასთან ბავშვებს, ორივე, მათ შორის, საზღვარგარეთ მცხოვრებ მშობელთან პირდაპირი ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

კონვენციის ამ მუხლის ყველაზე მნიშვნელოვანი დებულება ეხება ბავშვისა და მშობლების უფლებას, დატოვონ ნებისმიერი, მათ შორის მოქალაქეობის, სახელმწიფო, და ასევე, მოქალაქეობის სახელმწიფოში დაბრუნდნენ. 2005 წელს, ბავშვის უფლებების კომიტეტმა მიიღო ზოგადი კომენტარი №5 „წარმოშობის სახელმწიფოს გარეთ სრულწლოვანის თანხლების გარეშე მყოფი ან განცალკევებული ბავშვების მოპყრობის შესახებ“. აღნიშნული დოკუმენტი განიხილავს ოჯახის გაერთიანებას, დაბრუნებასა და გრძელვადიანი გადაწყვეტის სხვა ფორმებს. ზოგადი კომენტარი დეტალურად მიმოიხილავს, როგორ უნდა განახორციელოს სახელმწიფომ ოჯახის გაერთიანება (შესაძლო რისკების გათვალისწინებით), დააბრუნოს პირი წარმოშობის სახელმწიფოში და, როგორც ალტერნატიული ღონისძიება, პირის ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრირება უზრუნველყოს. როდესაც დაბრუნება შეუძლებელია, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ინტეგრირება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით სრულად ისარგებლოს ყველა იმ ბავშვმა, რომელიც დარჩა სახელმწიფოში მიუხედავად იმისა, იგი აღიარებულია ლტოლვილად, არსებობდა დაბრუნების დამაბრკოლებელი სხვა გარემოებები თუ ბავშვის საუკეთესო ინტერესებმა ყველა სხვა მოსაზრება გადაწონა. არსებობს სხვა გამოსავალიც, მაგალითად, მესამე სახელმწიფოში დასახლება. ასეთი შესაძლებლობა შეიძლება გრძელვადიანი გადაწყვეტილება იყოს სრულწლოვნის თანხლების გარეშე მყოფი ან განცალკევებული ბავშვებისთვის, თუ მათ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება არ შეუძლიათ და ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საკითხის სათანადოდ გადაწყვეტა შეუძლებელია.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9