„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-16 მუხლის მიხედვით, არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს მისი პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლების განხორციელებაში ნებისმიერი ან უკანონო ჩარევის ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის ობიექტი. ბავშვს უფლება აქვს კანონით იყოს დაცული ასეთი ჩარევისგან ან ხელყოფისგან.
არასრულწლოვანი ბრალდებულის/ მსჯავრდებულის მიღებასთან, აღრიცხვასთან, გადაყვანასთან და გათავსუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლის მიზანია არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის თაობაზე ინფორმაციის თავმოყრა, მისი სისტემატიზაცია, მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზის შექმნა, სტატისტიკური ანალიზისა და მონიტორინგის განხორცილების უზრუნველყოფა განსაზღვრულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის №180 ბრძანებით.