პა პე პი პო პრ პუ
პედ პენ

პედოფილი

ინგლ. Pedophile

პედოფილია სამედიცინო ცნებათა კატეგორიას განეკუთვნება და პედოფილი ეწოდება იმ ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც გარკვეული ინდივიდუალური ფსიქიური და ფიზიოლოგიური რღვევების გამო, სექსუალური ინტერესი მხოლოდ ბავშვებისადმი გააჩნია. პედოფილთა ნაწილი მხოლოდ განსაზღვრული სქესის ბავშვებზეა ფოკუსირებული, ნაწილს კი, გამოკვეთილი გენდერული ინტერესი არ აქვს.

განსხვავებულია პედოფილთა ქცევითი თვისებებიც: ზოგიერთი მათგანი საკუთარი სექსუალური ლტოლვის დაკმაყოფილებას ფანტაზიის დონეზე ახდენს და ასეთ კატეგორიას ძირითადად, ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი პროდუქციის მომხმარებლები განეკუთვნებიან; ზოგი კი. ე. წ. „არაკონტაქტურ სექსუალურ კავშირს“ ამჯობინებს, რაც გამოიხატება გენიტალიური ორგანოების ჩვენებით, ბავშვთან საუბრით სექსუალურ თემებზე, პორნოგრაფიული ნიმუშების დათვალიერების ჩათვლით, ინტერნეტის მეშვეობით ბავშვებთან ე. წ. „ვირტუალური სექსუალური კონტაქტის“ დამყარებით და ა. შ. ყველაზე „კრიმინალიზებულ“ პედოფილებს შეადგენენ ისინი, ვინც ახდენენ ბავშვთა პირდაპირ სექსუალურ ექსპლოატაციას კონტაქტური პენეტრეციის გზით. საერთაშორისო პრაქტიკაში პასიურ პედოფილებს ძირითადად, სამედიცინო სუბიექტებად განიხილავენ და მათ წინააღმდეგ ბრძოლას სამკურნალოპროფილაქტიკური მეთოდებით ეწევიან. თუმცა, ეს არ გამორიცხავს მათ დაქვემდებარებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისადმი თუნდაც, ბავშვთა ბეჭდვითი ან ელექტრონული (ინტერნეტით) პორნოგრაფიული ნიმუშების მოხმარების შემთხვევაში.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9