ინგლ. Penitentiary Stress პენიტენციური გარემოთი გამოწვეული სტრესი, რომლის ფონზეც ინდივიდი შეიძლება გახდეს უფრო მეტად კონფლიქტური, განუვითარდეს სხვადასხვა ტიპის ფსიქიკური აშლილობა, ჰქონდეს თვითმკვლელობის მცდელობა, თავი მოიკლას ან ჩაიდინოს ახალი დანაშაული.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019