პა პე პი პო პრ პუ
პია პირ

პირდაპირი დისკრიმინაცია

ინგლ. Direct Discrimination

- პირდაპირი დისკრიმინაცია ნიშნავს ისეთ მოპყრობას ან პირობების შექმნას, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის საფუძველზე, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს. პირდაპირი დისკრიმინაცია შეიძლება იქნას გამართლებული თუ ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივ წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად („დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 2.2)

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლით უზრუნველყოფილია დისკრიმინაციის დაუშვებლობის უფლება. კონვენცია სახელმწიფოებისგან მოითხოვს სათანადო ქმედითი ღონისძებების განხორციელებას ყველა ბავშვის ეფექტიანი თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. უთანასწორობის მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, სახელმწიფოებს შესაძლოა დასჭირდეთ პოზიტიური ღონისძიებების გატარებაც.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9