პა პე პი პო პრ პუ
პოს

პოსტტრავმატული სტრესული აშლილობა

ინგლ. PTSD

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც ზოგიერთ ადამიანს უჩნდება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი შემთხვევის გადატანისას, როგორიცაა ომი, ახლობლების დაკარგვა, ბუნებრივი კატასტროფა (მიწისძვრა, წყალდიდობა), საგზაო შემთხვევა, გაუპატიურება, თავდასხმა და ა. შ. ამის შემდგომ ადამიანს უჭირს ყოველდღიური ცხოვრების რიტმში ჩართვა, სკოლაში ან სამსახურში სიარული, მეცადინეობა, მუშაობა, დაძინება. როგორც წესი, რამდენიმე თვეში არსებული მდგომარეობა სწორდება და ადამიანი უბრუნდება ჩვეულ რიტმს. როდესაც ზემოთ დასახელებული მდგომარეობა ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება, მაშინ საქმე გვაქვს პოსტტრავმატულ სტრესულ აშლილობასთან, რომელსაც სწრაფი რეაგირება და ექიმის, ხშირად ფსიქიატრის დახმარება სჭირდება. პოსტტრავმატული სტრესი შეიძლება განვითარდეს ტრავმული შემთხვევიდან მყისიერად, რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ ან თავი იჩინოს რამდენიმე თვის ან წლის მერეც კი.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9