ბავშვთა პრეფერენციული ექსპლოატატორი გულისხმობს იმ ზრდასრულ პირთა კატეგორიას, რომლებიც პედოფილთა მსგავსად, თავიანთი ქცევითი ნორმებიდან (მოდუს ოპერანდი) გამომდინარე, ადამიანთა ჰომოგენურ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან და სექსუალურ კავშირს ბავშვებთან ამჯობინებენ. თუმცა, მათ პედოფილებისგან განსხვავებით, ნორმალური სექსუალური ცხოვრებაც შეუძლიათ. მკვლევართა აზრით, ეს კატეგორია სამ ტიპად უნდა დაიყოს:
• „სედუქტიური“ (მაცდუნებელთა) მოდელური ჯგუფი, რომელთა ქმედებაც ძირითადად, თავისებური ნარცისიზმით მოტივირდება. ე. ი. ისინი გარკვეულწილად, საკუთრ თავს ხედავენ „უცოდველ“ ბავშვში და მასთან განსაკუთრებულ ემოციურ თვითიდენტიფიკაციას ახდენენ სექსუალური კავშირის გზით. ამ ტიპის წარმომადგენელთათვის დამახასიათებელია მანიპულატორობის ბრწყინვალე უნარი, რათა სხვადასხვა მეთოდებით, განსაკუთრებული ყურადღების გამოხატვითა და საჩუქრებით მიიზიდონ ბავშვი, თავი შეაჩვიონ მას და ეტაპობრივად „შეამზადოს“ იგი საკუთარი ზრახვების განსახორციელებლად;
• „ინტროვერტთა“ მოდელური ჯგუფი, რომელთაც არ გააჩნიათ წინა ჯგუფისათვის მახასიათებელი სედუქტიური და კომუნიკაციური უნარ-ჩვევები და ცდილობენ მინიმალური სიტყვიერი კომუნაკიციის შემდეგ მოახდინონ მსხვერპლი ბავშვის ექსპლოატაცია. ამ ჯგუფის წარმომადგენლები ცდილობენ ძირითადად, უცნობ ბავშვებთან დაამყარონ კონტაქტი.
• სადისტური გადახრების მქონე ექსპლოატატორთა მოდელური ჯგუფი, რომლებიც განსაკუთრებულ სექსუალურ კმაყოფილებას იღებენ თავიანთ მსხვერპლთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვით. ამ ტიპის ექსპლოატატორი-დამნაშავენი პოტენციურად ყველაზე საშიში კატეგორიაა, რამდენადაც არ ერიდებიან ბავშვის მიმართ ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმების გამოყენებას თავად ბავშვის მკვლელობის ჩათვლით.