ინგლ. Antisocial Personality ქცევითი დარღვევა, რომელიც ხასიათდება სხვადასხვა ტიპის დევიანტური აქტებით, როგორიცაა დელინკვენტობა, სკოლის გაცდენა, ქურდობა, ვანდალიზმი, ჩხუბი, სამუშაოს ცუდად და დაუდევრად შესრულება, იმპულსურობა, ირაციონალურობა, აგრესიულობა, გაუფრთხილებელი და დაუფიქრებელი ქცევა, სექსუალური აღვირახსნილობა.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019