პიროვნების შეფასების მეთოდი. ინდივიდს მიეწოდება ბუნდოვანი, აბსტრაქტული სტიმულები და მას სთხოვენ ამ სტიმულების ინტერპრეტაციას. ითვლება, რომ ინდივიდის პასუხები წარმოაჩენს მის შინაგან, რეალურ გრძნობებს და განცდებს, მოტივებს და არსებულ კონფლიქტებს.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019