სამართლიანი სასამართლოს პრინციპი გულისხმობს, რომ ბავშვმა, რომელმაც სავარაუდოდ, დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ბრალად ედება მისი დარღვევა ან აღიარებულია მის დამრღვევად, უნდა შეძლოს სასამართლო პროცესში ეფექტური მონაწილეობა. ამისათვის კი, მას კარგად უნდა ესმოდეს მისთვის წაყენებული ბრალდების შინაარსი, აგრეთვე უნდა ესმოდეს მოსალოდნელი შედეგები და სასჯელის ზომა, რათა შეძლოს კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, ეჭვქვეშ დააყენოს მოწმეთა ჩვენებები, გადმოსცეს საქმის არსი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მტკიცებულებების, ჩვენებებისა და მის მიმართ გასატარებელი ზომის (ზომების) შესახებ. პეკინური წესების მე-14 მუხლის მიხედვით, სასამართლო სხდომები უნდა ტარდებოდეს ისეთ გარემოში, რომელიც საშუალებას აძლევს ბავშვს, მიიღოს მონაწილეობა და ღიად გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები. ბავშვის ასაკისა და სიმწიფის გათვალისწინებით. ასევე, შესალებელია, საჭირო გახდეს სხდომის ჩატარება შესაბამისად მოდიფიცირებული მოსმენის პროცედურებისა და პრაქტიკის მიხედვით.