აგ ად ავ აზ ათ ალ ამ ან არ ას ატ აუ აღ ახ
არა არტ

არასრულწლოვანი

ინგლ. Minor
საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის (მუხლი 3.1) მიხედვით, 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი დაზარალებული, არასრულწლოვანი მოწმე, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 16 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი, ხოლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის - პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მიხედვით, 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) ქმედუუნაროდ ითვლება.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9