ინგლ. Summoning Accused Minors არასრულწლოვანი ბრალდებული გამოძახებული უნდა იქნას მისი კანონიერი წარმომადგენლის ან იმ დაწესებულების ხელმძღვანელის მეშვეობით, სადაც მოთავსებულია არასრულწლოვანი, ხოლო არასრულწლოვანი მოწმე/არასრულწლოვანი დაზარალებული - მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით. (საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 33).
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019