მოუქნელობა, სიტლანქე, სიჯიუტე, მზაობის არქონა ნებისმიერი ცვლილების მიმართ. ფსიქოლოგიაში გამოიყოფა კოგნიტური, მოტივაციური და აფექტური რიგიდობა.
• კოგნიტური რიგიდობა გულისხმობს მზაობის უქონლობას, შეიქმნას გარემოს ახალი კონცეპტუალური სურათი, რომელიც ეწინააღდეგება გარემოს ძველ სურათს.
• მოტივაციური რიგიდობა გულისხმობს მზაობის უქონლობას ახალი მოტივების მისაღებად.
• აფექტის რიგიდობა გულისხმობს სხვადასხვა მოვლენებისთვის ახალი ემოციური შეფასების მიცემის მზაობის უქონლობას.