ინგლ. Due Judicial Process პიროვნების უფლების დაცვა კანონით და სხვა სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებულ სისხლისამართლებრივი პროცესის ყველა ეტაპზე ან სამოქალაქო პროცესში ყველა მონაწილე მხარისათვის თანაბარი უფლებების მინიჭება. როგორც წესი, სსპ მოიცავს პიროვნების უფლებას - ჰყავდეს დამცველი, ინფორმირებულ იყოს საქმის სასამართლო განხილვის დაწყების თარიღის შესახებ, დროულად მოემზადოს დაცვისათვის, დაკითხოს მოწმეები, მოსმენილ იქნას დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოში. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო-პოლიტიკურ უფლებათა შესახებ აცხადებს, “ყველა პირი თანასწორია სასამართლოებისა და ტრიბუნალების წინაშე. თითოეულს აქვს უფლება მისთვის წაყენებული ყოველი სისხლის სამართლის ბრალდების განხილვისას ან რომელიმე სამოქალაქო პროცესში მისი უფლება-მოვალეობების განსაზღვრისას, მისი საქმე სამართლიანად და საჯაროდ გაარჩიოს კანონის საფუძველზე შექმნილმა კომპეტენტურმა, დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ~ (მე-14 მუხ.). ამავე მუხლში დეტალურად არის ჩამოთვლილი პირის უფლებები ამ სფეროში. ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანალოგიურ დებულებებს შეიცავს (მე-6 მუხლი).
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019