სა სე სი სო სპ სტ
საე სათ საკ სამ საუ საქ სახ

საკონსულო დახმარების მიღების უფლება

ინგლ. Right to Consular Assistance

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, უფლება აქვს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე ისარგებლოს თავისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენლის დახმარებით. თუ დაკავებული არასრულწლოვანი ან დაპატიმრებული არასრულწლოვანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მისი დაკავების ან დაპატიმრების შესახებ უმოკლეს ვადაში და ნებისმიერ შემთხვევაში, არასრულწლოვნის დაკითხვამდე უნდა ეცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. არასრულწლოვნის დაკავების ან დაპატიმრების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყონებლივ ატყობინებს შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

თუ არასრულწლოვანი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება არ აქვს ან იგი საერთაშორისო დაცვის მქონე პირი ან მოქალაქეობის არმქონე პირია, მას საშუალება უნდა მიეცეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით დაუკავშირდეს იმ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, რომელიც მის ინტერესებს იცავს ან ნებისმიერ ადგილობრივ ან საერთოშორისო ორგანიზაციას, რომლის ამოცანაც არის ასეთი არასრულწლოვნის დაცვა.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9