ინგლ. Fair Trial Guarantees „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე40 (2) მუხლში ჩამოთვლილია უფლებები და გარანტიები, რომელთა მიზანი სისხლის სამართლის დარღვევაში ბრალდებული ან მსჯავრდებული ბავშის მიერ სათანადო მოპყრობითა და სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის გარანტირებაა. ამ გარანტიების უმრავლესობა ასევე, დადგენილია „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლით. კონვენციები მინიმალურ სტანდარტს ადგენენ და იგულისხმება, რომ მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ და სასურველია, შემოიღონ უფრო მაღალი სტანდარტი, მაგალითად, სამართლებრივ დახმარებასთან დაკავშირებით და სასამართლო პროცესში ბავშვისა და მისი მშობლის მონაწილეობასთან დაკავშირებით.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019