- ადამიანის უფლებათა პირველ თაობას (ე. წ. ნეგატიურ უფლებებს) მიეკუთვნება ის უფლებები, რომლებიც ტრადიციული ლიბერალური ფასეულობებიდან გამომდინარეობს და რომლებიც ჩამოყალიბდა ბურჟუაზიული რევოლუციების განხორციელების პროცესში.
პირველ თაობას მიეკუთვნება სამოქალაქო (პირადი) და პოლიტიკური უფლებები. ეს უფლებები გამოხატავს „ნეგატიურ თავისუფლებას“ - სახელმწიფო ვალდებულია, თავი შეიზღუდოს ადამიანის პირადი თავისუფლების სფეროში და შეუქმნას პირობები, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
პოლიტიკური უფლებების მინიჭება აუცილებელი წინაპირობაა სხვა უფლებების არსებობისათვის, ვინაიდან სწორად ისინი ქმნიან დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველს, ხოლო პირადი უფლებების მიზანია, უზრუნველყოს ადამიანის ავტონომიურობა.
ამ უფლებათა რიცხვს მიეკუთვნება: სიცოცხლის უფლება, აზრის, რწმენისა და სინდისის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობა, უფლება სამართლიან სასამართლოზე, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება და სხვა.