სა სე სი სო სპ სტ
სენ სექ

სექსუალური ექსპლოატაციისაგან დაცვის უფლება

ინგლ. Right to be Protected from All forms of Sexual Expoitation

ბავშვს აქვს უფლება იყოს დაცული ყველა ფორმის სექსუალური ექსპლოატაციისაგან და სექსუალური ცდუნებისაგან. ბავშვის უფლებების კონვენციის 34-ე მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ ყველა საჭირო ღონისძიებები რათა აღკვეთონ: ა) ბავშვის დაყოლიება ან იძულება ნებისმიერ უკანონო სექსუალურ საქმიანობაზე; ბ) ბავშვების გამოყენება ექსპლოატაციის მიზნით პროსტიტუციაში ან სხვა უკანონო სექსუალურ პრაქტიკაში და გ) ბავშვების გამოყენება ექსპლოატაციის მიზნით პორნოგრაფიაში და პორნოგრაფიულ მასალებში.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9