მსხვერპლი არის პირი, რომელსაც ავნეს, მიაყენეს სხვადასხვა სახის ზიანი, მოკლეს დანაშაულის, ინციდენტის ან სხვა ქმედების ან ღონისძიების შედეგად.
2007 წლის ლანზაროტეს კონვენციის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განმარტავს „მსხვერპლს“, როგორც: „ნებისმიერი ბავშვი, რომელიც გახდა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი“. აღსანიშნავია, რომ „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია, ასევე მისი ფაკულტატური ოქმი „ბავშვთა ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ“ არ განმარტავს ტერმინს.
2005 წლის გაეროს პრინციპები დანაშაულის მსხვერპლი და დანაშაულის მოწმე ბავშვების მიმართ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით განმარტავს, როგორც 18 წლამდე ბავშვს ან მოზარდს, რომელიც არის მსხვერპლი მიუხედავად მისი როლისა დანაშაულში ან პროსტიტუციაში, ბრალდებული დამნაშავეების ან დამნაშავეთა ჯგუფში.