ბავშვებმა და 18 წლამდე მოზარდებმა შესაძლებელია გადაიღონ კომპრომისული ფოტოები ან ვიდეოები თავისთვის, აღნიშნული ქმედება არ არის იმთავითვე აუცილებლად არაკანონიერი ან სოციალურად მიუღებელი, მაგრამ არსებობს მათი ონლაინ ან ინტერნეტ კავშირის გარეშე გავრცელების რისკი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას თანხმობის/სარგებლის გამოსაძალად.
ტერმინები - „თვითწარმოება“ ან „თვითმართვა“ ტერმინისგან „იძულება“ განსხვავებით, შესაძლებელია პოტენციური რისკის მატარებელი იყოს, სადაც შეიძლება მოიაზრებოდეს ბავშვის დადანაშაულება იმ შედეგისთვის, რაც მოჰყვა მისი ფოტოების ან სხვა მასალის გავრცელებას. ბავშვის (კერძოდ კი, მოზარდის) მიერ სექსუალური მასალის ნებაყოფლობით შექმნა არ ნიშნავს მათ თანხმობას ან მათზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ფოტოების ექსპლოატაციის, შეურაცხმყოფელი მიზნით გამოყენებისთვის, ან/და მათ გავრცელებაზე. ამგვარად, დაუშვებელია ბავშვებს დაეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მასალის შექმნისა თუ ხელმისაწვდომი განთავსებისთვის.
უფრო მეტიც, როდესაც მასალა ბავშვის მიერ არის შექმნილი (ხშირად მოიხსენიება როგორც „მოზარდების მიერ შექმნილი“) და სურათში არ ჩანს სრულწლოვანი, შექმნის მიღმა არსებული მიზეზების (მაგალითად, პოტენციური ძალადობა ან მანიპულირება) გამოკვლევა ზოგიერთ შემთხვევაში, უგულებელყოფილია. ბავშვთა უფლებების დამცველთა და სამართალდამცველთა გამოცდილებიდან იკვეთება, რომ აღნიშნული ფაქტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და შესაძლებელია სხვა პირი კარნახობდეს/მიუთითებდეს ბავშვს სექსუალური ხასიათის მოქმედების შესრულებას. ყველაზე გავრცელებულ მსგავს შემთხვევებში, საქმე ეხება ხოლმე ახალგაზრდა მომხმარებლებს. აქედან გამომდინარე, ტერმინის „თვითწარმოება“ გამოყენებისას, საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ შესაძლებელია დავადანაშაულოთ ბავშვი ირიბად ან უნებლიედ იმ ფოტო-სურათების შექმნისთვის, რომელიც მის ნება-სურვილის არ წარმოადგენდა. ამასთან, ბავშვის მიერ სექსუალური შინაარსის მასალის შექმნისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ის შესაძლებელია იყოს სხვა ბავშვის ან სრულწლოვანის მხრიდან ძალადობრივი ან შეურაცხმყოფელი ურთიერთობის შედეგი.
დამატებით, მნიშვნელოვანია განვასხვავოთ, რომ რომანტიკული ურთიერთობის ფარგლებში, თინეიჯერების ნებით შექმნილი სექსუალური ხასიათის მასალა, ბავშვის მონაწილეობით შექმნილი სექსუალური ხასიათის მასალისგან, რაც ექსპლოატაციად განისაზღვრება, არ არის მსგავსი. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მასალის თვითწარმოება მიიჩნევა და მოიხსენიება, როგორც „არაკანონიერი მასალა“. უფრო მეტიც, არსებობს საქმეები, სადაც ბავშვს დაეკისრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, მისთვის ნაცნობი პიროვნებისთვის (მაგალითად, მეგობარი ბიჭი/მეგობარი გოგო) სექსუალური ხასიათის ფოტოს გაგზავნის გამო.
ტერმინთან „თვითწარმოებული მასალასთან“ დაკავშირებით, ხშირად ფოტოსურათის ან მასალის სახის განსასაზღვრად, დამატებით ვხვდებით ტერმინს „უხამსი“. წამყვანი ინგლისური ლექსიკონების მიხედვით, „უხამსი“ ნიშნავს „მორალურად შეუარცხმყოფელ ქმედებას, რადგან მოიცავს სექსუალურ ურთიერთობას ან სიშიშვლეს“. ტერმინის - „უხამსი“ გამოყენებისას, როდესაც ვსაუბრობთ მოზარდების მიერ შექმნილ მასალაზე, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ის ნაკლებად ეხება ობიექტურ კრიტერიუმს, თუ როდის ან რატომ არის რაიმე უხამსი ან ვინ ადგენს, რომ ქმედება მორალურად შეურაცხმყოფელია თუ არა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უმჯობესია არ გამოვიყენოთ ტერმინი „უხამსი“, რადგან მისი განსაზღვრა ობიექტურად ძნელია. ალტერნატიულად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ტერმინი „სექსუალური“ ან „სექსუალური ხასიათის.“