ინგლ. Juvenile Sex Offender -ტერმინში “სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი სექსუალური მოძალადე~ მოიაზრება 18 წელს მიუღწეველი პირი, რომელიც ეროვნული კანონმდებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია გასამართლდეს და დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. მართლმსაჯულების სისტემის მთავარ გამოწვევას ყველა საქმეში წარმოადგენს, მიიღოს არასრულწლოვან სექსუალურ მოძალადესთან მიმართებით, მისი უფლებების სრულად დაცვის გათვალისწინებით, შესაბამისი ზომები. კერძოდ, ყურადსაღებია დანაშაულის გარემოებები: ასაკი, მომწიფება და მოძალადის მდგომარეობა, მსხვერპლის ასაკი და სექსუალური ხასიათის დანაშაულის სიმძიმე.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019