სა სე სი სო სპ სტ
სიკ სის სიტ სიც

სიტუაციური დამნაშავე

ინგლ. Situational Exploiter

ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ორივე სქესის სრულწლოვანი პირები, რომელთაც ბავშვებზე ფოკუსირებული სექსუალური ინტერესი როგორც ასეთი, არ გააჩნიათ, მაგრამ უარს არ ამბობენ არასრულწლოვანთან სექსუალურ კონტაქტზე, თუკი ეს სიტუაციურად შესაძლებელი ხდება. კერძოდ, თუ:

• არასრულწლოვნები მათთვის სექსუალური თვალსაზრისით მიმზიდველად გამოიყურებიან (მაგალითად, ნაადრევად მომწიფებული გოგონები გამოხატული ფორმებით);

• არასრულწლოვანთა აქსელერაციის გამო, სიტუაციურ ექსპლუატატორებს ისინი სრულწლოვანები ჰგონიათ;

• სხვადასხვა მიზეზთა გამო (მოცემულ გარემოში სრულწლოვან პარტნიორთა არარსებობა, არასრულწლოვან პროსტიტუტთა განსაკუთრებული მისაწვდომობა ფინანსური თვალსაზრისით და ა. შ.) არასრულწლოვნები სექსუალური სურვილების დაკმაყოფილების ერთადერთ ობიექტს წარმოადგენენ.

პედოფილებისა და ბავშვთა პრეფერენციალური ექსპლოატატორებისგან განსხვავებით, სიტუაციური ექსპლოატატორები არასოდეს განზრახ და წინასწარ არ ეძებენ ბავშვთან კონტაქტს და ხშირ შემთხვევაში, მათთვის უბრალოდ სულერთია, სექსუალური პარტნიორი 14 წლის იქნება თუ 24 წლის. შესაბამისად, ეს ყველაზე ნაკლებად „პერვერსიული“ ტიპია ჩვენს მიერ მოტანილ სამ კატეგორიას შორის.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9