ტრანსის ან მძინარე მდგომარეობაში სიარული ან სხვა მოქმედების განხორციელება. ძილში სიარული ზოგჯერ ეპილეფსიით, ბიპოლარული აშლილობით და სხვა ნევროლოგიური დარღვევებით არის გამოწვეული, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, ეს მდგომარეობა გარდამავალია და გაურკვეველი მიზეზებით არის პროვოცირებული.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019