ინგლ. Right to Benefit from Social Security ყველა ბავშვს აქვს უფლება ისარგებლოს სოციალური უზრუნველყოფის სიკეთეებით მათ შორის, სოციალური დაზღვევით. სახელმწიფოებმა უნდა მიმართონ საჭირო ღონისძიებებს ამ უფლების სრული განხორციელების მისაღწევად, თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა გათვალისწინებულია „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 26-ე მუხლით.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019