სა სე სი სო სპ სტ
სომ სოც

სოციალური დაცვის საჯარო ან კერძო დაწესებულებები

ინგლ. Public or Private Institutions of Social Security

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის №14 ზოგადი კომენტარის (ბავშვის უფლების შესახებ, მის საუკეთესო ინტერესს დაეთმოს უპირველესი ყურადღება) მიხედვით, აღნიშნული ტერმინები არ უნდა განიმარტოს და არ უნდა შემოიფარგლოს სოციალური ინსტიტუციების ვიწრო გაგებით. ისინი უნდა განიმარტოს როგორც ყველა დაწესებულება, რომლის საქმიანობა და გადაწყვეტილებები გავლენას ახდენენ ბავშვებზე და მათი უფლებების რეალიზაციაზე. ამგვარი დაწესებულებები მოიცავს არა მხოლოდ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებთან დაკავშირებულ დაწესებულებებს (მაგალითად, ზრუნვა, ჯანდაცვა, გარემო, განათლება, ბიზნესი, დასვენება და თამაში და სხვ.), არამედ ისეთ დაწესებულებებსაც, რომლებიც მუშაობენ სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში (მაგ. რეგისტრაცია დაბადებისას, ნებისმიერ გარემოში ძალადობისგან დაცვა და სხვ.), სოციალური დაცვის კერძო დაწესებულებები მოიცავს კერძო სექტორის ორგანიზაციებს-კომერციულს და არაკომერციულს, რომლებიც მონაწილეობენ ბავშვების მიერ თვიანთი უფლებებით სარგებლობისათვის უმნიშვნელოვანესი მომსახურებების მიწოდებაში და რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფო სამსახურების სახელით, მათთან ერთად ან მათი ალტერნატივის სახით.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9