სა სე სი სო სპ სტ
სომ სოც

სოციალური მუშაკი

ინგლ. Social Worker

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი. სოციალური მუშაკის სამართლებრივ სტატუსს, სოციალურ გარანტიებს, ფუნქციებს, უფლებებსა და მოვალეობებს, სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს აწესრიგებს „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი.

სოციალური მუშაკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა პრევენციული სოციალური მუშაობის ჩატარება. ამ მიზნით, მან უნდა იზრუნოს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვაზე, მის კეთილდღეობაზე, განახორციელოს ბენეფიციარის ადვოკატირება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაცია გაუწიოს ბენეფიციარს კრიზისის თავიდან აცილებაში.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9