პიროვნული აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანი ავლენს ანტისოციალურ ატიტუდებს და ქცევას. თუმცა, ფსიქოპათიისგან განსხვავებით, ეს ფორმა ნაკლებად მძიმეა და ითვლება, რომ სოციოპათია ყალიბდება სოციალური ფაქტორებისა და გარემოს გავლენით.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019