ფსიქოლოგიაში რეალობის უარყოფა არაცნობიერ პროცესს წარმოადგენს და ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმია, როდესაც ადამიანმა უნდა აღიაროს ფაქტი, რომელიც მისთვის მეტად შემაწუხებელია და მიუღებელი და ამიტომ მასზე უარს ამბობს და დაჟინებით ამტკიცებს, რომ ეს ასე არ არის, მიუხედავად არსებული სამხილისა.
არსებობს:
• მარტივი უარყოფა: უსიამოვნო ფაქტის უარყოფა;
• მინიმიზება: ფაქტის აღიარება, მაგრამ ამავდროულად, მისი მნიშვნელობის უარყოფა;
• პროექცია: ფაქტის და ამ ფაქტის მნიშვნელობის აღიარება, მაგრამ პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანა.