ტერმინი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“ წარმოადგენს სამართლებრივი სისტემის ნაწილს, რომელიც კონკრეტულად განიხილავს ბავშვებთან დაკავშირებულ საქმეებს. თუმცა, ტერმინის მნიშვნელობა გარკვეულწილად, ბუნდოვნებას წარმოშობს და ქვეყნების მიხედვით, სხვადასხვანაირად განიმარტება. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყნებში „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“ ეხება მხოლოდ იმ სასამართლოებს, რომლებიც განიხილავენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებს, მაშინ როდესაც ზოგიერთ ქვეყნებში, ამ ტერმინს იყენებენ ბავშვთა დაცვასთან დაკავშირებული საქმეების განხილვის დროს.
იუვენალური ასევე, ხშირად გამოიყენება იმ პირებთან მიმართებით, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი. ეს სიტყვა ლათინურიდან მოდის და ნიშნავს ახალგაზრდას, ახალგაზრდა ადამიანს. დღეს, ხშირად გამოიყენება სისხლის სამართლის სფეროში, სადაც საკმაოდ ნათელი და ზუსტი მნიშვნელობა აქვს, მასში მოიაზრება კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები. მას ასევე, იყენებენ არასრულწლოვან მსხვერპლთან მიმართებითაც, თუმცა შედარებით იშვიათად.