ფი ფო ფრ ფს
ფიზ

ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისთვის საჭირო ცხოვრების დონე

ინგლ. The Right to every Child to to a standard of living adequate for the Child’s Phyisical, Mental, Spiritual, Moral and Social Development

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. სახელმწიფოებს კი, აქვთ ვალდებულება, მიმართონ საჭირო ზომებს, რათა დახმარება გაუწიონ მშობლებს და ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს ამ უფლების განხორციელებაში და, აუცილებლობის შემთხვევაში, მატერიალური დახმარება გაუწიონ და ხელი შეუწყონ პროგრამებს, განსაკუთრებით კვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროგრამებს.

დამატებით, სახელმწიფოებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბავშვი მოსავლელად დაუბრუნდეს მშობლებს ან ბავშვისათვის ფინანსურად პასუხისმგებელ სხვა პირებს, როგორც მონაწილე სახელმწიფოში, ისე საზღვარგარეთ. კერძოდ, თუ ბავშვისათვის ფინანსურად პასუხისმგებელი პირი და ბავშვი სხვადასხვა სახელმწიფოში ცხოვრობენ, მონაწილე სახელმწიფო ხელს უწყობს საერთაშორისო შეთანხმებებთან მიერთებას ან ასეთ შეთანხმებათა დადებას, აგრეთვე სხვა შესაბამის მორიგებათა დადებას.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9