ფი ფო ფრ ფს
ფსი

ფსიქიატრიული დახმარება ()

ინგლ. Psychiatric Aid

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს, რომ 16 წლამდე ბავშვის ფსიქიატრიული დახმარება, მათ შორის, მკურნალობა დასაშვებია მისი კანონიერი წარმომადგენლის თხოვნის ან/და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე (აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით). აქტიური ბიოლოგიური მეთოდებით (შოკური, კრუნჩხვითი და სხვა) მკურნალობა დასაშვებია კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობით, მხოლოდ ექიმფსიქიატრთა კომისიის გადაწყვეტილებით. ექიმ-ფსიქიატრს უფლება აქვს სტაციონარში მყოფი პაციენტის მიმართ გამოიყენოს ფიზიკური შეზღუდვის მეთოდები, თუ არსებობს პაციენტის მიერ საკუთარი თავის ან სხვისი დაზიანების საფრთხე და ამ საფრთხის აცილება სხვაგვარად შეუძლებელია. ფიზიკური შეზღუდვა მოიცავს სპეციალიზებულ პალატაში იზოლაციას ან/და ფიზიკურ შებოჭვას.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9