პათოფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ვერ ხერხდება ფსიქიკური პროცესების გადართვა ან მორგება გარემოს მოთხოვნებთან. ამ დროს ფსიქიკური პროცესები, როგორიცაა აზროვნება, მეტყველება, განწყობა და ა. შ. გამოირჩევა ინერტულობით, რაც ართულებს გარემოსთან ფსიქიკის ადაპტაციას.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019