ინგლ. Psychological Trauma იგივე ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც ტრავმატული გამოცდილების მქონე ინდივიდებს უვითარდებათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტრავმაზე რეაგირება ინდივიდუალურია და ტრავმის დაძლევა დაკავშირებულია პიროვნულ მახასიათებლებთან. ფსიქოლოგიური ტრავმა შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო სიმძიმის, მძიმე და ძალიან მძიმე.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019